ბოლნისის „სიონი” საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება

0

pageდავით ყიფიანის სახელობის თასის განმეორებით მე-4 ფინალურ მატჩში, ბოლნისის „სიონი” საჩხერის „ჩიხურას” დაუპირისპირდება.

შეხვედრა 20 მარტს, საჩხერეში, სოფ.ივანეწმინდაში გაიმართება.

მატჩი 15:30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ პირველი მე-4 ფინალური შეხვედრა „სიონმა” „საჩხერესთან” 22 თებერვალს ჩაატარა ფრედ 1:1.

„ საინტერესო შეხვედრა იყო, ვინაიდან ორი თამაშის ჯამით გადის გუნდი შემდეგ ეტაპზე, ორივე მხარე ფრთხილობდა, ამიტომ დაძაბული მატჩი არ იყო. ორივე გუნდს ჰქონდა თანაბარი შანსები მოგების. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების.  საერთოდ არ მიყვარს მსაჯების კრიტიკა, მაგრამ უკვე დავიღალეთ, მეორე სეზონია „ჩიხურა”-სთან თამაშის დროს 14 კაცთან გვიწევს ბრძოლა.”- განაცხადა მატჩის შემდეგ    bolnisi.ge-სთან საუბარში ლადო ბურდულმა.

„დავიღალეთ 14 კაცთან თამაშთ” – ლადო ბურდული მსაჯებით უკმაყოფილოა


Share.

Comments are closed.