ბოლნისის „სიონი” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა

0

gpbhq22-02-2014_13_58_0120 მარტს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა. საჩხერის “ჩიხურამ” ივანწმინდაში ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.  

ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს მეორე ტაიმში – 54-ე წუთზე გოლი ალექსანდრე გოგობერიშვილმა გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა მატჩის ბოლო ხუთ წუთში ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვების გოლის გატანაც შეძლეს.

„სიონისა” და  „ჩიხურას” პირველი შეხვედრა 22 თებერვალს შედგა და 1:1 დასრულდა. ამრიგად ლადო ბურდულის გაწვრთნილები  დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

Share.

Comments are closed.