ბოლნისის სასულიერო გიმნაზიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

0

სასულიერო გიმნ,2 იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიაში ინტეგრირებული გაკვეთილების კვირეული დაიწყო, რომელშიც ჩართულია კათედრაში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.  მოსწავლეები აწყობენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს სხვადასხვა თემის ირგვლივ. დღეს V კლასის მოსწავლეებმა სვანეთის კულტურა, ისტორია, საღვთო სჯული და ბუნება წარმოადგინეს. გაკვეთილის ბოლოს კი ბავშვებმა ღუმელზე სვანური კუბდაარები დააცხვეს. ინტეგრირებული გაკვეთილები ემსახურება სხვადასხვა საგნის მასწავლებლების, ერთობლივად მუშაობას, საგნების გაერთიანებასა და საქართველოს   კუთხეების ტრადიციებისა და კულტურის წარმოდგენას. ინტეგრირებული გაკვეთილების კვირეული სასულიერო გიმნაზიაში 20 მარტს დაიწყო და 5 აპრილამდე გაგრძელდება.

„დღევანდელ ინტეგრირებულ გაკვეთილზე გაერთიანებული იყო საღვთო სჯული, ისტორია, გეოგრაფია და ქართული. ჩამოთვლილი საგნების პედაგოგების დახმარებით ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს სვანეთის კულტურა. ჩვენი სკოლა და ეს გაკვეთილები ემსახურება იმას, რომ აღვზარდოთ კარგი ქართველები, თავიანთი ქვეყნის, ერისა და ენის დამცველები“._აღნიშნა ინტეგრირებული გაკვეთილის ავტორმა, სასულიერო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგმა შორენა მეფარიშვილმა.

სასულიერო გიმნ.3


Share.

Comments are closed.