ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მორიგი კინოჩვენება გაიმართა

0

კინოჩ.1ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ტრადიციულად მორიგი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო მუსიკალური ჟანრის დრამა ლინ კასინისა და ტონ კასტრის ნაწარმოები „ავგუსტ რაში“, რომელიც საათ ნახევარი გაგრძელდა. კინოჩვენების ორგანიზატორი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი „ბოლნისის ახალგაზრდობის ცენტრი“ იყო. ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ უკვე მეორედ მოაწყო ფილმის ჩვენება „ეს ფილმი ჩვენს თაობას ძალიან მოსწონს, ზუსტად იყო შერჩეული, ფილმში პატარა ბიჭის ავგუსტ რაშის თავგადასავალზეა მოთხრობილი, თუ როგორ მოხვდა ის თავშესაფარში. მუსიკოს ახალგაზრდა ირლანდიელ გიტარისტსა და ამერიკელ ვიოლენ ჩელსტს პრესტიჟული ოჯახიდან ერთმანეთი შეუყვარდათ, ნიუ-ორკში კონცერტის ჩატარების დროს წყვილი ერთმანეთს ხვდება. ჯადოსნური შეხვედრის შემდეგ მოვლენები დაძაბულად ვითარდება, მათ სიყვარულში ამერიკელი გოგონას მამა ერევა და შვილს აიძულებს დატოვოს ნიუ-ორკი. წყვილები მთელი ცხოვრება ერთმანეთის ძებნაში გაატარებენ. ბავშვი კი, რომელიც დაიბადება მოვლინების უბედურ განვითარების გამო თავშესაფარში ხვდება და მთელი ცხოვრება მშობლების მოლოდინში ატარებს, ავგუსტ რაშს მშობლების ნიჭი დაჰყვა, ის ბავშვობიდან სიმღერის სიყვარულით გამოირჩევა, ქუჩაში დარჩენილი,  ისევ მიუსაფარ ბავშვების წრეში აღოჩნდება, რომლებიც მის მსგავსად სიმღერის სიყვარულით  გამოირჩევა. ფილმს კეთილი დასასრული აქვს. ერთ-ერთ კონცერტზე შემთხვევით შეხვდებიან შეყვარებული წყვილები და მათი შვილი ავგუსტ რაში. ძალიან მიყვარს ეს ფილმი და დღესაც სიამოვნებით ვუყურე“. აღნიშნა გიორგი რეხვიაშვილმა.

Share.

Comments are closed.