ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურს მზად აქვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შესათანხმებელი ნუსხა, რომლის დამტკიცებისთანავე გაფორმდება ხელშეკრულება საპროექტო ორგანიზაციებთან და დაიწყება პროექტების შესყიდვების პროცესი. პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
„დიდი ალბათობაა რომ სამინისტრო კორექტირების გარეშე დაგვიმტკიცებს სოფლის განვითარების პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხას“. _ განაცხადა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კორძაძემ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, სოფლის კრებები 26 თებერვალს დაიწყო. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ 53 სოფლის მაცხოვრებლებთან გამართა კრებები და პრიორიტეტები შეარჩია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოხდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებების დაკმაყოფილება. 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს 1 266 940 ლარი მოხმარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შეთანხმების ცხრილი
№ | ტერიტორიული ორგანო | სოფელი | პროექტის დასახელება | პროექტის სავარაუდო ღირებულება | შენიშვნა |
1 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | დისველი | სავარგულების შემოღობვის სამუშაოები | 12928 | |
2 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | დ. კაზრეთი | სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები | 96272 | |
3 | დ. კაზრეთი | შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 40000 | ||
4 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ბალიჭი | ჭაბურღილის ქსელის მოწყობის სამუშაოები | 24499 | |
5 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | თამარისი | კორპუსებში კანალიზაციისა და სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 17999 | |
6 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ცურტავი | შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 36517 | |
7 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ცურტავი | სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოს მოწყობის სამუშაოები | 10000 | |
8 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ფარიზი | სასმელიწყლისქსელისსარეაბ.სამუშაოები | 30686 | |
9 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ქვ. ბოლნისი | სარწყავი სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები | 67670 | |
10 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ქვ ბოლნისი | სასმელი წყლის ქსელისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები | 49000 | |
11 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ნახიდური | სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 40085 | |
12 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ნახიდური | სოფლის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 40000 | |
13 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ხიდისყური | სასმელი წყლის რეზერვუარის და ქსელის მოწყობის სამუშაოები | 17999 | |
14 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ბალახაური | სასმელი წყლის რეზერვუარის დაქსელვის სამუშაოები | 13829 | |
15 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | მუხრანა | სასმელი წყლის რეზერვუარის დაქსელვის სამუშაოები | 18697 | |
16 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ჭაპალა | არსებული მოქმედი სასმელი წყლის რეზერვუარის გაწმენდა | 31831 | |
17 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | მწყნეთი | სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 8353 | |
18 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | მამხუტი | შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 42287 | |
19 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ქვ. არქევანი | სასმელი წყლის რეზერვუარიების ქსელის მოწყობა | 19826 | |
20 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ზ.არქევანი | სოფლის შიდა გზის შეკეთების სამუშაოები | 14827 | |
21 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ხატავეთი | სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები | 7572 | |
22 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | აკაურთა | რიტუალების სახლის მშენებლობის II ეტაპი | 25293 | |
23 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ძვ.ქვეში | შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები | 39727 | |
24 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ძეძვნარიანი | სასმელი წყლის რეზერვუარისა და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 16725 | |
25 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ფოცხვერიანი | არსებულ რიტუალების სახლზე სამზარეულის მიშენება | 16665 | |
26 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | გეტა | არსებული რიტუალების სახლის მშენებლობის II ეტაპი | 17387 | |
27 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ბერთაკარი | გზის რეაბილიტაცია | 8606 | |
28 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | იწრია | ხევზე გადასასვლელი ბოგირის სარეაბილიტაციო სამუაოები | 7945 | |
29 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | სენები | სასმელი წყლის სარებილიტაციო სამუშაოები | 5971 | |
30 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ტალავერი | სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები | 93726 | |
31 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | სავანეთი | სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები | 29427 | |
32 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | პატარა დარბაზი | სოფლისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 4168 | |
33 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | დარბაზი | ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები | 57550 | |
34 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | წიფორი | რიტუალების სახლის რემონტი | 13408 | |
35 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ხახალაჯვარი | გარე განათების მოწყობა | 8846 | |
36 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ჭრეში | სოფლის სასაფლაოს შემოღობვა | 5743 | |
37 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ტანძია | ზემო ტანძიის რიტუალების სახლის გარემონტება | 7786 | |
38 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ტანძია | ქვემო ტანძიის რიტუალების სახლისთვის მაგიდის და სკამების შეძენა | 7786 | |
39 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | რატევანი | რიტუალების სახლში სამზარეულოს მოწყობის სამუშაოები | 32227 | |
40 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ზვარეთი | რიტუალების სახლის მშენებლობის II ეტაპი | 14742 | |
41 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ქვეში | არსებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოები | 13829 | |
42 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ჯავშანიანი | სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები | 18697 | |
43 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | კიანეთი | შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 13529 | |
44 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | მუშევანი | რიტუალების სახლის მშენებლობის II ეტაპი | 28105 | |
45 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | საბერეთი | შიდა გზის შეკეთების სამუაოები | 5382 | |
46 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | რაჭისუბანი | სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 18817 | |
47 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ხატისოფელი | სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 13132 | |
48 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | სამტრედო | სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები | 16509 | |
49 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ვანათი | რიტუალების სახლის მშენებლობის II ეტაპი | 14730 | |
50 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | სოფელ ბოლნისი | შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 38922 | |
51 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ზ.ბოლნისი | არსებული რიტუალების სახლის რემონტი | 13408 | |
52 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | სამწვერისი | რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპი | 9207 | |
53 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | ფოლადაური | სარყავი არხის მოწყობის სამუშაოები | 8065 |