ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები დღეს კიდევ სამი სოფლის კრებას დაესწრნენ

0

სოფელ ხატისოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.მათი თქმით, სოფლის 60 %-ს წყალი თვითდინებით მიეწოდება, თუმცა მილები უხარისხოა და ხშირად ზიანდება, რაც წყლის ნაკლებობას იწვევს. სოფლის დანარჩენი ნაწილი კი სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობას ითხოვს. სოფლისთვის 13 132 ლარია გამოყოფილი. სოფელში გასულ წელს სასაფლაოს შემოღობვა განხორციელდა. 
სოფელ ვანათში კი გასულ წელს რიტუალების სახლის მშენებლობა დაიწყო. შეიკრა კარკასი, და ნაწილობრივ გადაიხურა. წელს კი სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა რიტუალების სახლის დასრულება და სკოლამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზის მოხრეშვა ითხოვეს.
სოფელ სამტრედოში კი ადგილობრივები სარწყავი წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით, სოფელს 1700 მეტრი სიგრძის მილები შეუძინეს. თუმცა დარჩენილია 600 მეტრი მონაკვეთი და მოსახლეობის მოთხოვნით წელს ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება. გარდა ამისა სოფელ სამტრედოს მოსახლეობა რიტუალების სახლისთვის ჭურჭლის შეძენასაც ითხოვს. სოფელში 100 კომლი ცხოვრობს და წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია 16 509 ლარი.
,,შევხვდით რაჭისუბნის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას. მოვისმინეთ მათი პრობლემები. ხატისოფელში მოსაგვარებელია სასმელი წყლის საკითხი. როგორც მოსახლეობა აცხადებს, წყლის სისტემა აქ სამჯერ გაიყვანეს, თუმცა უხარისხოდ და წელს საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. ვანათში კი მოსახლეობა გასულ წელს დაწყებული რიტუალების სახლის მშენებლობის დასრულებასა და შიდა გზების კეთილმოწყობას ითხოვს. რაც შეეხება სამტრედოს, აქ ძირითადი პრობლემა სარწყავ წყალს უკავშირდება. ჩვენ კიდევ რამდენიმე სოფელი დაგვრჩა და აუცილებლად პირადად გავეცნობით ყველა იმ საკითხს, რაც მოსახლეობას აწუხებს“, განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლონგინოზ გასანოვმა.

Share.

Comments are closed.