ბოლნისის კულტურის სახლში მორიგი კინოჩვენება მოეწყო

0

კინოცვ.1ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის  კულტურის სახლში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა კომედიური მელოდრამა „თავისუფლების დევნაში“. ფილმი 2004 წელს ენდი კადიფფის რეჟისორობით არის გადაღებული და  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილის ცხოვრებაა ასახული. კინოჩვენებები კულტურის სახლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ყოველ ხუთშაბათს იმართება.

_ ,,ძალიან მომეწონა ფილმი.  მასში ასახული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ქალიშვილის ცხოვრება, რომელსაც სურს ყოველგვარი  ჩარჩოების  და  შეზღუდვების გარეშე თავისუფლად იცხოვროს.   ფილმი საინტერესო კომედიური ჟანრისაა, რაც ძალიან მოგვწონს ახალგაზრდებს. მივესალმები ამ  ინიციატივას და ვეცდები, ხშირად დავესწრო კინოჩვენებებს“. – აღნიშნა ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკიტა სოტნიკოვამ.

Share.

Comments are closed.