ბოლნისელმა ძიუდოისტებმა ზუგდიდში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

0

15-16 მარტს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „კოლხეთის თასზე“ 1996-97 და 1998-99 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის (პირად გუნდური), რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან ერთად ბოლნისელი ძიუდოისტებიც იღებდნენ მონაწილეობას. 60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ბადრი ბერიანი.მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა 50 კგ. წონით კატეგორიაში ბოლნისელმა ვლადიმერ ხოსიტაშვილმა. მესამე ადგილზე გავიდა 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოჩა ჩერბიკაშვილი.

 

Share.

Comments are closed.