ბოლნისელმა ფრენბურთელებმა ქუთაისელებს 3:0 მოუგეს

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ქუთაისის ფრენბურთელთა გუნდს შეხვდა, შეხვედრა ბოლნისელების გამარჯვებით 3:0 დამთავრდა.

შეხვედრა ქალაქ ბათუმში ბასკოს საკალათბურთო სკოლაში გაიმართა, რომელიც დიდებს შორის საქართველოს უმაღლეს ლიგას მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს: ქუთაისის, თბილისის ეროვნული ნაკრები, თბილისის ოლიმპიური ნაკრები, ბათუმის, დიდი ჯიხაიშის და ბოლნისის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს გაიმართა პირველი თამაში ბოლნისსა და ქუთაისს შორის, რომელიც ჩვენი გოგონების გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება და ფრენბურთელები ოთხ შეხვედრას ჩაატარებენ.

ბათუმში გამგზავრებამდე, 28 თებერვლიდან 2 მარტამდე თბილისში, ოლიმპიურ სპეციალიზებულ საფრენბურთო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში 1998-1999 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების 14 გუნდი. მათ შორის იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი, რომელიც ერთი წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა.

„კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, გოგონებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგი თამაში ეჩვენებინათ წარმატებებს ვუსურვებ, წინ კიდევ ბევრი თამაში ელით.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მწვრთნელმა დავით ჯანაძემ.


Share.

Comments are closed.