ბოლნისელი უსახლკარო დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან

0

დევნილთა სამმართველოს ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-თიანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები 21 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და ბოლნისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას აპლიკაციების შევსებაში დაეხმარნენ. შევსებული აპლიკაციები 2-3-თვის მანძილზე განიხილება და დადგინდება თითოეული ოჯახის ქულა, რომელიც კვლავ  კომისიის მიერ იქნება განხილული და მოხდება ბინებით უზრუნველყოფა.

„დევნილები ვერ ახერხებენ ჩამოსვლას დევნილთა სამინისტროში და ვერც რუსთავის ოფისში, რათა მოახდინონ აპლიკაციის შევსება, ამიტომ ჩვენ ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩამოვედით ბოლნისში, რათა დავეხმაროთ მათ შეავსონ აპლიკაციები ბინების თაობაზე. დაკმაყოფილდებიან ისეთი დევნილები, ვისაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ამიტომ აპლიკაციის განხილვას 2-3 თვე დასჭირდება, ქულების მინიჭების შემდგომ კი, რეგიონის მიხედვით  დაკმაყოფილდებიან ბინებით. 20 წელია ამ ხალხს არავინ დახმარებია.  ერთი წელია, რაც დავიწყეთ ეს პროგრამა და უკვე 1300 დევნილი დაკმაყოფილდა საკუთარი ჭერით“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში დევნილთა სამმართველოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-თიანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა კახაბერ ქველთაიამ.


Share.

Comments are closed.