ბოლნისელი ბექა ვიბლიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

0

1-2 მარტს, ქუთაისში ჩატარდა ძიუდოში საქართველოს სარეიტინგო პირველობა ახალგაზრდებს შორის, ვაჟებში. ბოლნისელმა ძიუდოისტმა ბექა ვიბლიანმა 66 კილოგამ წონით კატეგორიაში 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბექა ვიბლიანმა ამ მოგებით ევროპის თასის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც საბერძნეთში მიმდინარე წლის 5-6 აპრილს გაიმართება.

20 წლის ბექა ვიბლიანი ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტი გახლავთ.

Share.

Comments are closed.