აქცია „მწვანე მომავალი“ ბოლნისში აპრილში დაიწყება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს აქციას სახელწოდებით „მწვანე მომავალი“, რომელსაც მასშტაბური ხასიათი მიეცემა და მიმდინარე წელს გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამწვანების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს გადაეცემა სხვადასხვა სახეობის 3500  როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ნერგი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა აღნიშნული საკითხი, შეარჩია ფართობი და ნიადაგი, სადაც უნდა დაირგას ხეები.

„მივესალმებით პრემიერის ინიციატივას, რომ გავამწვანოთ მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ადგილები, სადაც უნდა დაირგას ხეები. გავაკეთეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალწლოვანი ნერგების დარგვის ცხრილი, რომელიც შესათანხმებელი გვაქვს რეგიონალური პროექტების კოორდინაციის სამსახურთან. ცხრილის დამტკიცების შემდეგ დაიწყება ხეების დარგვა, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი აპრილის პირველი დეკადიდან მაისის პირველ დეკადამდე, ხოლო მეორე ეტაპი კი შემოდგომით განხორციელდება“._აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გარემოს დაცვის საკითხებში თამაზ ავქოფაშვილმა.

Share.

Comments are closed.