ალექსანდრა ობოლაძე, მოადგილეებთან ერთად სოფელ იწრიასა და ბერთაკარს ესტუმრა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე, მოადგილეებთან ერთად სოფელ იწრიასა და ბერთაკარს ესტუმრა და ადგილობრივებს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიტ განსახორციელებელ პროექტებზე გაესაუბრა.
სოფელ იწრიაში 42 ოჯახი ცხოვრობს. მაცხოვრებლებს ორი ძირითადი საკითხი აწუხებთ. უპირველესად რიტუალური მომსახურების გაწევისათვის გასამართი კონსტრუქციის შეძენას ითხოვენ, შემდგომ ამისა კი ორად გაყოფილი სოფლის დამაკავშირებელი ბოგირის მშენებლობას ანიჭებენ უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დებულების თანახმად 2013 წელს მოქმედ დადგენილებისაგან განსხვავებით, გათვალისწინებულია გარკვეული სიახლეები. პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვამ შეიძინა უფრო მიზან მიმართული ხასიათი. პროექტის მიხედვით , თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღწურვას, ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. საქონლის შესყიდვას კი დებულება არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე სოფელ იწრიაში წელს ბოგირის მშენებლობა განხორციელდება.
სოფელ იწრიას შემდეგ ალექსანდრა ობოლაძე სოფელ ბერთაკარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ფერადი ლითონების მომპოვებელი კომპანია RMG GOLD-ი ბერთაკარში უახლოეს პერიოდში ოქროს მოპოვებით სამუშოებს აპირებს. რის გამოც მოსალოდნელია 38 კომლიანი სოფლის გადასახლება. სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება სურდათ ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისაგან.
,, მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა იმ მხრივ, რომ ადგილზე ვეცნობი ყველა იმ პრობლემას, რომელიც მათ აწუხებთ. სოფელ იწრიაში მაცხოვრებლები სარიტუალო მომსახურების გაწევისათვის რკინის კონსტრუქიის შეძენას ითხოვენ, თუმცა წელს სოფლის პროგრამა არ ითვალისწინებს საქონლის შესყიდვას და ამიტომ სოფელში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბოგირის მშენებლობას განხორციელდება.
რაც შეეხება ბერთაკარს, მოსახლეობას ჰქონდა ჩემთან შეხვედრის გაორმაგებული ინტერესი მათ გადასახლებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში იგეგმება ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი კომპანიის წარმომადგენლებს. თემაზე სრულყოფილი ინფორმაცია მექნება აპრილის ბოლოს, როცა ამ პროექტის საჯარო განხილვა მოხდება. RMG ჯგუფის ინფორმაციით ამ სოფელში არ არსებობს ერთიანი პოზიცია. ნაწილი კომპენსაციას, ნაწილი კი სხვაგან ჩასახლებას ითხოვს. აპრილის ბოლოს დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ, კიდევ შევხდები სოფელ ბერთაკარის მოსახლეობას და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრუელბელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

 


Share.

Comments are closed.