აკაურთის მეღორეობის კომპლექსში კარანტინია

0

შ.პ.ს. “ABD Georgia” – მეღორეობის კომპლექსში, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მდებარეობს, 13 თებერვლიდან კარანტინია გამოცხადებული.

„მას შემდეგ, რაც შევიტყეთ, რომ „კალანდაში” დაფიქსირდა ღორების დაცემა, გამოვაცხადეთ კარანტინი, რომელიც დღემდე მკაცრად არის დაცული” – აცხადებს შ.პ.ს. “ABD Georgia” – მეღორეობის კომპლექსის ხელმძღვანელი თენგიზ ბურნაძე. აკაურთაში მდებარე მეღორეობის კომპლექსში დღეისათის 22 000 სული ღორი ყავთ, საიდანაც ხორცით ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარი მარაგდება. 

რაც შეეხება კერძო შემთხვევებს, სპეციალისტების ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღორის კლასიკური ჭირის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ღორების ფერმა შპს “კალანდაში” ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფერმაში გამოცხადებულია კარანტინი, ჩატარებულია დეზინფექცია და ამ ეტაპისთვისაც გრძელდება ღონისძიებების გატარება. 

დაავადების ლიკვიდაციის პროცესს სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ . დაცემული ცხოველები განადგურებულია ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს.


Share.

Comments are closed.