“აიასთან” სარევანშოდ პრობლემების თანხლებით

0

ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის განვლილ 14 მატჩში, ყველაზე მძიმე მარცხი ქუთაისში, “აიასგან” განიცადა და ახლა თბილისში, “შევარდენზე”, მათთან რევანშის ასაღებად იბრძოლებს. 

რევანში კარგია, მაგრამ მომავალ მატჩს არანაკლები მნიშვნელობა აქვს სატურნირო თვალსაზრისითაც. “ყოჩები” გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულისთვის ბრძოლის რეალურ შანსს მიიღებს. პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ამ ეტაპზევე გადაასწრებს “აიას” და “ლოკომოტივსაც” მაქსიმალურად მიუახლოვდება, თუმცა, კვირას ისეთი თამაში იქნება, სადაც პრემიალური ქულის აღებაზე ფიქრი ძალიან გაჭირდება და მთავარი მოგება, რევანში და მონაგარისთვის 4 ქულის შემატებაა.

სამწუხაროდ, “ყოჩებს” მომავალ მატჩში ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან ნიკო აფციაური, გიორგი ცუცქირიძე, გურამ გოგიძე და გიორგი წიკლაური, დისკვალიფიკაცის გამო კი, დავით გრძელიშვილი და გიორგი ხარშილაძე, რომლებიც სადისციპლინო კომისიამ რუსთავში “ხარებთან” ჩაშლილი მატჩისას ატეხილ ჩხუბში დამნაშავედ სცნო და პირველი ორი, ხოლო მეორე ოთხი კვირით დასაჯა.

გარდა ამისა, გარკვეული პრობლემები აქვთ იმ მორაგბეებს, რომელთაც მწვრთნელი ხვალინდელი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს. მცირე დაზიანებები აწუხებთ რატი ხუციშვილს და გიორგი ტყეშელიაძეს და მათი მოედანზე გასვლა-არგასვლის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. კლუბის ექიმი ოდისეი მაქსიმუმს აკეთებს, რათა მათ “აიას” წინააღმდეგ თამაში შეძლონ.

პირველ წრეში ქუთაისში განცდილი მარცხი ვახსენეთ და მაშინ მასპინძლებმა 45:10 იმარჯვეს, მაგრამ ბოლო დროს “ყოჩების” თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა და სწორედ ამის შედეგია გუნდმა ზედიზედ ხუთი გამარჯვება რომ მოიპოვა. “აია” ერთი კვირის წინ “შევარდენზე” “არმაზთან” დამარცხდა (19:29).

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი 

XV ტური 

29 მარტი. შაბათი

რუსთავი. “ახალი”. 

ხარები (რუსთავი) – ბათუმი (ბათუმი) 15:14

თბილისი. “ავჭალა”. 

არმია (თბილისი) – არმაზი (თბილისი) 36:6

თბილისი. “შევარდენი”. 

აკადემია (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 15:20

30 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 17 საათი

ლელო (თბილისი) – ჯიქები (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17 საათი

ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი) 

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. რატი ხუციშვილი (ან ლევან გოგოლაშვილი), 12. გიგი გაბუნია, 11. ლევან გოგოლაშვილი (ან ზურაბ ბაკურაძე), 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. რატი ურუშაძე, 5. გია ტვილდიანი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე (ან გიორგი ხვისტანი), 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. კახაბერ მახარაშვილი, 17. ლევან შენგელია, 18. თემურ ჯინჭარაძე, 19. გიორგი ხვისტანი, 20. გაგა მაისურაძე, 21. გიორგი აბდუშელიშვილი, 22. ლუკა კვარაცხელია, 23. ზურაბ ბაკურაძე.

 

1. არმია 15 10 1 4 410-235 51

2. ლელო 14 10 0 4 386-169 50

3. ლოკომოტივი 15 11 0 4 334-263 48

4. აია 14 10 0 4 311-187 46

5. ყოჩები 14 9 1 4 297-246 42

6. ჯიქები 16 7 2 7 278-243 39

7. არმაზი 15 8 0 7 255-308 35

8. ხარები 16 4 0 12 197-371 19

9. ბათუმი 15 3 0 12 224-479 15

10. აკადემია 16 1 0 15 184-375 12

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home/news&news_id=46

Share.

Comments are closed.