ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბოლნისისა და ზემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ

0

რამდენიმე წუთია დასრულდა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფელ ბოლნისისა და ზემო ბოლნისის მოსახლეობას შორის.
სოფელ ბოლნისში 491 კომლი ცხოვრობს. გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქ რიტუალების სახლისთვის ინვენტარი შეიძინეს და ასევე რიტუალებმადე მისასვლელი გზის მშენებლობა განხორციელდა. წელს კი სოფლის მაცხოვრებლები სასაფლაომდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობას ითხოვენ. სოფლის კრებას სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის განრგის შეცვლა ითხოვეს, რათა მოსწავლეებმა უპრობლემოდ შეძლონ ბოლნისისაკენ გადაადგილება.
სოფელ ბოლნისის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ასპანიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზემო ბოლნისის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს შეხვდნენ, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ მათი სურვილი რიტუალების სახლის საბოლოოდ დასრულებაა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გასულ წლებში აქ რიტუალების მშენებლობა დაიწყო. სოფელში 140 კომლი ცხოვრობს.
,,მოვიარეთ ორი სოფელი და აქაც მოსახლეობა იმ ძირითად საკითხებს ანიჭებს უპირატესობას, რაც მათივე აზრით უმთავრესია. სოფელ ბოლნისში წელს შიდა გზების კეთილმოწყობას განვახორციელებთ, ხოლო ზემო ბოლნისში კი მოსახლეობა რიტუალების დარბაზის დასრულებას ითხოვს. ჩვენთვის რათქმაუნდა მთავარი მათი მოთხოვნებია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ასპანიძემ.


Share.

Comments are closed.