ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მუშევანსა და ძველ ქვეშში სოფლის კრებები ჩაატარა

0

ბოლნისის მუნიციალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრიორიტეტების გამოსავლენად. დღეს ალექსანდრა ობოლაძე მოდგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ მუშევნისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 
სოფელ მუშევანში, სადაც 360 ოჯახი ცხოვრობს, გასულ წელს სოფლის პროგრამით რიტუალების სახლის მშენებლობის პირველი ეტაპი განხორციელდა და მარტივი კონსტრუქცია მოეწყო. სოფლის მაცხოვრებლები პირველ რიგში დარბაზის დასრულებას ითხოვენ. კიდევ ერთი მნიშველოვანი საკითხი, რაც სოფელ მუშევანის მაცხოვრებლებს აწუხებთ, სასმელი წყლის უკმარისობაა. მათი თქმით, შესაცვლელია 700 მეტრის მონაკვეთის სასმელი წყლის სისტემა, რაც საკითხს დადებითად გადაჭრის. ასევე სოფელში ე.წ. ,,კაბელიზაციის“ პრობლემა აქვთ. მუშევანის მაცხოვრებლებმა ალექსანდრა ობოლაძეს სოფლის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხიც აჩვენეს, რომელიც ნალექის დროს პრობლემას უქმნის როგორც მოსწავლეებს, ასევე სკოლის შენობას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სოფლის მოსახლეობამ აღნიშნული არხის გაწმენდაც სთხოვა.
სოფელ მუშევანის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელი ქვეში მოინახულეს. ქვეშში 200 ოჯახი ცხოვრობს და მათი ძირითადი პრობლემა სარწყავ არხს უკავშირდება და მის გაწმენდას ითხოვს. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობის ძირითდი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებია, ამიტომ ალექსანდრა ობოლაძეს სწორედ ამ საკითხის მოგვარება სთხოვეს. არხით მოსაზღვრე სოფელი ძველი ქვეშიც სარგებლობს.

,,დღეს შევხვდი სოფელ მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას. სოფლის კრებები გაიმართა და კრების დროს მოსახლეობამ მოითხოვა ორივე სოფელში, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარება. ძირითადად სოფელ ქვეშში არის სარწყავი არხი გასაწმენდი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ითხოვენ არხის გაწმენდას.
რაც შეეხება სოფელ მუშევანს, აქ გახლავთ სასმელი წყლის პრობლემა. დებეტი, როგორც მოსახლეობა აცხადებს საკმარისია იმისათვის, რომ სოფელს წყალი ჰქონდეს სრულად. არის დაქსელვის პრობლემა და რამდენიმე მეტრის მილია საჭირო, იმისათვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. შესაბამისად ის რაც მოსახლეობის მოთხოვნა იქნება, 2014 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.


Share.

Comments are closed.