RMG Gold-მა გარემოს ზემოქმედების შეფასება (გზშ) განიხილა

0

RMGბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდ დარბაზში RMG Gold-მა საყდრისის საბადოს წიაღისეული რესურსების ათვისების (კარიერის) და მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლოატაციის შედეგად გამოწვეული, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოს ზემოქმედების დეპარტამენტისა და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოხდა დოკუმენტის განხილვა, თუ რა გავლენას მოახდენს კარიერი ეკონომიკური, სოციალური,
ეკოლოგიური, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით.  იყო შენიშვნები და კითხვები დამსწრე საზოგადოების მხრიდან. მოხდა დოკუმენტის დაწუნება. RMG გოლდის წარმომადგენლების აღნიშვნით, შენიშვნებს გაითვალისწინებენ, დოკუმენტს ჩაასწორებენ და გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგენენ განსახილველად.

„პროექტი მეორედ შემოვიდა წინასწარი განხილვის მიზნით სამინისტროში. პირველ შეხვედრაზე მითითებული შენიშვნების ძირითადი ნაწილი არ იყო გათვალისწინებული ახალ დოკუმენტში. გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია ურყევია. უნდა იყოს ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იმისათვის, რომ სამინისტრომ შეძლოს მსჯელობა პროექტის მიზანშეწონილობაზე“.- აღნიშნა გარემოს ზემოქმედების დეპარტამენტის ნებართვების გაცემის სამმართველოს უფროსმა  მაია ბერაძემ.


Share.

Comments are closed.