12 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ 2012-2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალოსანი გვყავს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან.
სანდრო სუბელიანი, მედალოსანი, სტუდენტი:
_ კარგა ხანია ველოდებით ამ ცერემონიალს და მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე შედგა. დიდი მადლობა ყველას, ვინც 12 წლის მანძილზე ჩვენი შრომა დაინახა.
თამთა კაპანაძე, მედალოსანი, სტუდენტი:
_ ჩემთვის დიდი პატივია ოქროს მედლის მიღება, ამაყი ვარ რომ ვასახელე ჩემი სკოლა და ჩემი რაიონი, დიდი მადლობა ყველას.
კაზრეთის №1 საჯარო სკოლა_
ანჟელიკა ჯაყელი _ ოქრო;
ცოტნე ჯაყელი _ ოქრო;
კაზრეთის №2 საჯარო სკოლა_
მარიკა ჯაყელი _ ვერცხლი;
რატევნის საჯარო სკოლა_
ერეკლე გოგოლაძე _ ოქრო;
თამთა კაპანაძე _ოქრო;
ბოლნისის №1 საჯარო სკოლა_
ირაკლი მუხაგულიშვილი _ ოქრო;
თამარ სამხარაძე _ ოქრო;
თეა გაბიძაშვილი _ ოქრო;
გიორგი რაზმაძე – ვერცხლი;
ანა მეშველიანი _ ვერცხლი;
სალომე ხეცურიანი _ ვერცხლი;
ბოლნისის №5 საჯარო სკოლა_
სანდრო სუბელიანი _ ვერცხლი;
ი.ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა_
ზამირა დევნოზაშვილი _ ოქრო.