„ეკატერინენფელდი-გერმანული სოფელი კავკასიაში”

0

1624432_799738180040174_1685985689_n,,ეკატერინენფელდი- სოფელი დასახლება კავკასიაში”,- ასე ჰქვია სქელტანიან წიგნს, რომელიც შვაბების შთამომავალმა, ერნსტ ალმენდინგერმა გერმანიაში 1989 წელს გამოსცა.

წიგნი ასახავს  კავკასიაში შვაბების მიგრაციის პროცესს. თუ როგორ გამოემგზავრნენ ისინი 1817 წლის 10 მაისს ვიუტემბერგიდან და მდინარე დუნაის გავლით გამოიარეს ქალაქები: ბუქარესტი, ისმაილი, ოდესა, მარიპოლი, როსტოვი და კავკასიის მთების გავლით მოადგნენ თბილისს. წიგნის შესავალში არის კავაკასიის შესახებ ისტორიული მიმოხილვა და საბოლოოდ მოთხრობილია კატერინენფელდის დაფუძნებისა და აღმშენებლობის შესახებ. შეგროვებული ფოტომასალა და სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებენ ამ გერმანული კოლონიის ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას.

წიგნი ერნესტ ალმენდინგერმა ვიუტემბერგელი გერმანელების შთამომავლებს მიუძღვნა.


Share.

Comments are closed.