ხუთი პირველი ადგილი ბოლნისელი ძიუდოისტების ანგარიშზე

0

DSC_02352014 წლის 15-16 თებერვალს  ბოლნისში ჩატარდა ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი IX საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1999-2000  და 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

ტურნირი გახსნა ძიუდოს მთავარმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.  მონაწილეებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა ანზორ მარგველანის მეგობარმა დაზმირ ონიანმა, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორმა ავთანდილ ბჟალავამ. წუთიერი დუმილით დარბაზში პატივი მიაგეს ანზორ მარგველანის ხსოვნას. გახსნას გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ბესო კურტანიძე, ლონგინოზ გასანოვი და დავით ასპანიძე.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქრთველოს სხვადასხვა რეგიონის  25-მა და აზერბაიჯანის 4-მა გუნდმა, სულ  461-მა სპორტსმენმა. ტურნირს ექვსი მსაჯი ემსახურებოდა.

შეჯიბრი მძიმე წონითი კატეგორიის ძიუდოისტებმა გახსნეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ თბილისისა და ბოლნისის გუნდები.

ბოლნისელებმა ხუთი პირველი ადგილი დაიკავეს: შათირი შერაზადაშვილი  – 73 კგ. წონით კატეგორიაში, ახმადგერ გარდაფხაძე – 66 კგ. წონით კატეგორიაში, მამუკა ქურასბედიანი -46 კგ.წონით კატეგორიაში, გიორგი წამალაიძე – 38 კგ. წონით კატეგორიაში, თორნიკე ონიანი-60 კგ. წონით კატეგორიაში. 46 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი  ვეფხია გვარმიანმა დაიკავა.

 


Share.

Comments are closed.