ხატისოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება მალე აღუდგება

0

xatiasხატისოფლის მოსახლეობას უკვე ერთი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათ ყოველდღიურად კილომეტრების  მოშორებით მდებარე ბუნებრივი წყაროდან უწევთ  წყლის მოტანა. მაგისტრალი ხშირად ზიანდება, ყინვებმა სოფელი წყლის  გარეშე დატოვა. მწყობრიდან გამოვიდა ჩამკეტი სისტემა, მოსახლეობა რწმუნებულის დახმარებით პრობლემის მოგვარებას ცდილობს,

„სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, მაგისტრალი ხშირად გამოდის მწყობრიდან და წლებია საკუთარი ხარჯებით გვიწევს შეკეთება. მოსახლეობის 20%-ს  საერთოდ არ მიეწოდება წყალი. ვაპირებთ ავაგროვოთ  ფული და ვიყიდოთ წყლის ჩამკეტი, რომელიც პრობლემას მოგვიხსნის“.- აცხადებს ხატისოფლის მოსახლეობა.

ზაზა რეხვიაშვილი, სოფელ რაჭისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

_ სოფელს ხშირად ექმნება წყლის პრობლემა, სასმელი წყლის მაგისტრალი ზიანდება. ჩამკეტი უხარისხოა და  ხშირად ფუჭდება, არაერთხელ ვიყიდეთ საკუთარი ხარჯებით, ერთხელ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც დაგვეხმარა. ახლა ვაგროვებთ ფულს და ვიყიდით ახალ ჩამკეტს.

მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან აღარ მოუწევს ფულის გადახდა, რადგან  დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს.

„ხატისოფლის სასმელი წყლის მაგისტრალი ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს არ  გაკეთებულა. სისტემა არც გაერთიანებული წყალმომარაგების და არც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, გავერკვიეთ სიტუაციაში და მარტის შუა რიცხვებიდან მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა სასმელი და შიდა სარწყავი წყლები, სანამ ეს მოხდება, დაზიანებულ ჩამკეტს ჩვენი სახსრებით შევუძენთ მოსახლეობას. პირობას ვდებ, რომ მალე ყველა სოფელში საბოლოოდ მოგვარდება წყლის პრობლემა.“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ასპანიძემ.


Share.

Comments are closed.