წარმატებული სპორტსმენები ფულად ჯილდოებსა და სტიპენდიებს მიიღებენ

0

ბოლნისელი სპორტსმენები, რომლებიც 2014 წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები,  ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან მიიღებენ ჯილდოს სახით ერთჯერადად 1000 ლარს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში საპრიზო ადგილების მიღების შემთხვევაში კი 500 ლარს.

ასევე 500 ლარით დაჯილდოვდებიან საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები კი 200 ლარით, ხოლო წარმატებულ სპორტსმენებს, დამსახურებისა და ტიტულის მიხედვით დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდიები.

Share.

Comments are closed.