შემოდგომიდან „სიონი“ აუცილებლად ახალ სტადიონზე ითამაშებს

0

კომპანია „SENSON“-მა, რომელმაც სავარაუდოდ ბოლნისის, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის საპროექტო სამუშაოები უნდა განახორციელოს, 13 თებერვალს წინა სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა და  დაიწყო სტადიონის ტერიტორიის შესწავლა.

„დავიწყეთ სტადიონის წინა სადაზვერვო სამუშაოები, რომლის შესწავლის შემდეგაც დაიწყება საპროექტო სამუშაოები, მოხდება მთლიანად სტადიონის რეკონსტრუქცია, განახლდება მინდვრის საფარი, ტრიბუნები, გარემონტდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები. თუ ფორსმაჟორული რეჟიმი და დაფინანსება დროული იქნება,  შემოდგომის სეზონი   „სიონმა“ შეიძლება ახალ სტადიონზე ითამაშოს“. – განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში  შპს „SENSON“-ის წარმომადგენლებმა.


Share.

Comments are closed.