ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ფერმერული კოოპერატივების გაძლიერების პროგრამა იწყება

0

14 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ” მერსი ქორფსმა ” მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ახალ პროექტს შეეხებოდა, რომელიც ქვემო ქართლში ფერმერული კოოპერატივების სტიმულირებას ემსახურება.

ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსმა” დაიწყო 4 წლიანი პროგრამა – ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში. პროგრამის ძირითადი ამოცანაა წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ფერმერების სიღარიბის დონის შემცირებაში ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივების განვითარების მეშვეობით.

შეხვედრის ფარგლებში “მერსი ქორფსის” წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გამართეს, განისაზღვრა პროგრამის განხორციელების ძირითადი გზები და მიმართულებები: გაძლიერდეს ფერმერული ჯგუფები; განვითარდეს დამხმარე მომსახურების სექტორი, რათა ფერმერებს ჰქონდეთ მდგრადი და გრძელვადიანი ხელმისაწვდომობა საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე; გაიზარდოს ფერმერთა ჩართულობა სასოფლო – სამეურნეო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში. ქვემო ქართლის რეგიონში პროექტი ფარავს: გარდაბნის, მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს.

აღნიშნული პროექტი ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებისთვის საქართველოში” ( ENPARD საქართველო ) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება.

წყარო: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.


Share.

Comments are closed.