სურსათის ეროვნულ სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში  ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანეთში, ფირმა  ALJUAN  S.L.-ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩბიდან ფიქსირდება  (ფერადი) არომატული ამინების მიგრაციის ფაქტი. სურსათთან შეხებისას აღიშნული ნივთიერების შემცვლელი ნივთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის”.- ნათქვამია განცხადებაში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-10 და 22-ე მუხლების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ე.წ. სამზარეულოს აღნიშნული კულინარული ნიჩაბი.

სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად,  საქართველოში სულ შემოვიდა 48 ცალი სამი ფერის ნიჩაბი (Artikel #45459). მისი შემომტანია შ.პ.ს. „ევრო პლიუსი“.  კომპანიის დირექტორის, დავით კვინიხიძის თქმით, აღნიშნული ნივთები თბილისში პეკინის #27-სა და  ჭავჭავაძის #22-ში  მდებარე მაღაზია „ჩიბოს“, ქსელში გაიყიდა. საგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას და არ გამოიყენონ ე.წ სამზარეულოს კულინარული ნიჩაბი  სურსათის მომზადების დროს.

 


Share.

Comments are closed.