სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

DSC_0037oბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის უფროსად ავთანდილ ბჟალავა დაინიშნა. ახალადდანიშნული ხელმძღვანელის განცხადებით ამ ეტაპისთვის შტატების შემცირებას არ გეგმავს. „თანამშრომელთა გათავისუფლება პირადი ინტერესით არ მოხდება, დავაკვირდები მათ საქმიანობას. ვაპირებ პირველ რიგში გავეცნო რამდენი გუნდია სკოლაში და ვინ როგორი დატვირთვით მუშაობს, მინდა მთელი მუნიციპალიტეტი ჩაებას სპორტში, დავამკვიდრო ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოვაწყო შეჯიბრებები“. _ აღნიშნა ბჟალავამ.

ავთანდილ ბჟალავა დაიბადა ქალაქ ბოლნისში. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის #1 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. როგორც თავად აღნიშნა, პირველი ბოლნისელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა. იყო საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი, მუშაობდა ბოლნისის სკოლებში ფიზკულტურის მასწავლებლად, იყო სპორტსკოლის დირექტორი, ასევე ხელმძღვანელობდა ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს. ჩამოაყალიბა საქართველოში ჭიდაობის პირველი ჯგუფი. გაზარდა საქართველოს 20 ჩემპიონი, შემდეგ მიწვეული იყო საბერძნეთში მწვრთნელად, სადაც შექმნა საკუთარი კლუბი „წმინდა გიორგი“, რომელიც დღესაც ერთ-ერთი პირველია საბერძნეთში. 2005 წლიდან საბერძნეთის ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელია როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში. მსოფლიოში  არსებული ჭიდაობის 500 ილეთიდან 70 მისია,  რომელსაც აქტიურად იყენებენ სპორტსმენები.


Share.

Comments are closed.