სოფლის კრებები დღეს სოფელ ბალახაურსა და მუხრანაშიც გაიმართა

0

კიდევ ორი სოფლის მოსახლეობას შეხვდა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. სოფელ ბალახაურისა და მუხრანას ძირითადი პრობლემა სასმელი წყლის უქონლობაა. ბალახაურში გასულ წელს ერთი ჭაბურღილი დამონტაჟდა. სოფლის ნახევარში სასმელი წყლის ქსელი გაყვანილია. დარჩენილ ნაწილში ქსელის მოწყობას ითხოვენ ბალახაურის მაცხოვრებლები. ასევე დამატებით კიდევ ერთი ჭაბურღილის დამონტაჟებასა და რეზერვუარს ითხოვს სოფელი, სადაც 167 კომლი ცხოვრობს. მათი თქმით, სოფელში ამით მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. მოსახლეობა ასევე სოფელში არსებული ეკლოვანი ბუჩქების ფიჩხად გამოყენების ნებართვას ითხოვს.
სასმელი წყლის პრობლემა აქვს სოფელ მუხრანასაც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 6 თვეა წყალი არ მოდის, თუმცა წყლის გადასახადს მაინც იხდიან. მსჯელობის შედეგად გადაწყდა ,რომ სოფელში წყლის პრობლემის მოგვარება დაიწყოს. პირველ ეტაპზე სოფლისთვის საჭირო გახდება ორი 20 ტონიანი რეზერვუარის დამონტაჟება.
სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტის ჩათვლით გაიმართება.
,,მუხრანა და ბალახაური ერთმანეთზე მიბმული სოფლებია და პრობლემებიც საერთო აქვთ. ძირითადად ამ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა დგას, რომლებიც რაჭისუბნიდან ჭაბურღილის მეშვეობით მარაგდება. საჭიროა, რომ სოფლის თავში დადგეს რეზერვუარები, რათა ინდივიდუალურად მიეწოდოს მოსახლეობას სასმელი წყალი.
მუხრანაში მოსახლეობა ითხოვს სკოლაში ქართული ჯგუფის გახსნას, რათა მომავალმა თაობამ სახელმწიფო ენა სათანადოდ შეისწავლოს. ეს მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ ქალბატონი ალექსანდრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდა. სოფელი ასევე ითხოვს გზაზე სიჩქარის შემანელებლების დამონტაჯებას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.