სოფელ ჭაპალაში მარტივი კონსტრუქციით აწყობილი ამბულატორია მოეწყო

0

ამბულატ1
მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა ბოლნისში, სოფელ ნახიდურის თემში, მარტივი კონსტრუქციით აწყობილი ამბულატორია მოაწყო. აღნიშნული ტიპის ამბულატორია საქართველოს მასშტაბით მეორეა, პირველი დამონტაჟდა კახეთში. ფონდი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში 84 ამბულატორიას დაამონტაჟებს. გამზადებული კონსტრუქციის დამონტაჟება სოფელ ჭაპალაში საშმენებლო კომპანია „აისი-ესმა“ განახორციელა. ამბულატორია მუნიციპალ

ამბულატო2

იტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა მოინახულეს, შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება და ჯანდაცვის სამსახურს დაექვემდებარება.

ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი:

_ ნახიდურის თემში, სადაც  6 სოფელი შედის, მოსახლეობა  სასიამოვნო მოვლენის მოწმე გახდება,  გაზაფხულისთვის დასრულდება ყველა ის სამუშაო, რაც ამბულატორიის გახსნისთვის იქნება საჭირო. სოფლის მოსახლეობა კომფორტულ გარემოში მიიღებს სამედიცინო მომსახურებას.

კონსტანტინე კორძაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი:

_ ამბულატორიის დამონტაჟება დაასრულა სამშენებლო კომპანიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების დაერთება, მოხდება გარეთა პერიმეტრის კეთილმოწყობა, ასევე  დამონტაჟდება პანდუსები. სოფელ ნახიდურის თემს რანჩპარის ამბულატორია ემსახურება, რომელიც დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს. შენობა ავარიულია. გაზაფხულისთვის სოფელ ჭაპალას ამბულატორია ამოქმედდება და რანჩპარის გაუქმდება.


Share.

Comments are closed.