სოფელ ბერთაკარში მოსახლეობას თოვლმა გადაადგილების პრობლემა შეუქმნა

0

სოფელ ბერთაკაში დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა. მოსახლეობა ცენტრალურ გზამდე ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. ადგილობრივების ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებს გაექცა, ამჟამად  სოფელში 38 ოჯახი ცხოვრობს.

„ზამთარში გზა ყოველთვის იკეტება, გარეთ გამოსულ ადამიანს ვერ ნახავთ, პროდუქტის საყიდლად  კვირაში ერთხელ კერძო ტრანსპორტით ბოლნისში ჩავდივართ, თუმცა ახლა გზა ჩაიკეტა, ველოდებით, რომ გზებზე ყინული დადნეს და შევძლოთ გადაადგილება“. – აღნიშნა სოფელ ბერთაკარის მცხოვრებმა ალავერდ ნიაზოვმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ბერთაკარიში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღეს და ყველაფერს გააკეთებენ მოსახლეობის დასახმარებლად.

 


Share.

Comments are closed.