სიონსა და წუღრუღაშენში ტურისტული მარშრუტი ვერ ხორციელდება

0

უძველეს უნიკალურ ტაძრებში, სიონსა და წუღრუღაშენში ტურისტული მარშრუტი ვერ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტთა დაინტერესება დიდია, პრობლემას რკინიგზის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზა წარმოადგენს.

„უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ბოლნისის  სიონის მიმართულებით არსებული რკინიზგის ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე მსხვილგაბარიტიანი ავტოტრანსპორტის შესაკეთებელ სამუშაოებზე. ტურისტული სააგენტოს მოთხოვნაც იყო, რადგან ვერ ხერხდება ტურისტული მარშრუტი,  საექსკურსიო ავტობუსებს და მძიმე სატვირთო მანქანებს უჭირთ ამ მონაკვეთზე გავლა. გაკეთდება ჩარღმავება ამ ადგილას და კეთილმოეწყობა ეს ტერიტორია. ასევე გამოცხადდება ტენდერი დაბა კაზრეთის 98/4 კორპუსის ლიფტის სახურავის შესაკეთებლად, რომელიც ქარმა დააზიანა“. – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.