„სიონი“ საქართველოს xxv ჩემპიონატს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს

0

საფეხბურთო კლუბ ”სიონს” საქართველოს xxv ჩემპიონატის ჩატარება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოუწევს, ვინაიდან ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

როგორც ცნობილია,  მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით  სტადიონს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უკვე გამოიყო.

რეაბილიტაციის შემდეგ სტადიონი ეროვნული ჩემპიონატებისთვის უეფას მოთხოვნილ სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.


Share.

Comments are closed.