სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი სპეცმანქანა ეყოლება

0

ffgjdkjბოლნისის სახანძრო-სამაშველო სამსახურს მალე სპეცმანქანა ეყოლება, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეიძინა. სოფლის განვითარების პროგრამით დაბა კაზრეთისთვის გამოყოფილი თანხით, რომელიც მთელი წლის მანძილზე ვერ იქნა ათვისებული.  შპს „DES group“-სგან 74 ათას ლარად მოხდა რენაუტის მარკის ტიპის სახანძრო-სამაშველო  სპეცდანიშნულების  მანქანის შეძენა. მანქანა მეორადია, ამიტომ კომპანია საკუთარი ხარჯებით მოახდენს სპეციალური დანიშნულების ინვენტარით აღჭურვას. მოხდება მასში საკაცის, დამცავი ფორმისა და ცეცხლ-ჩამქრობების განთავსება. სახანძრო-სამაშველო სამსახურს ამ ეტაპზე მოძველებული რუსული წარმოების სამი ზილი და ერთი გერმანული წარმოების მანქანა ემსახურება. 112-ზე განხორციელებული ზარის შემდეგ სამსახური ოპერატიულად ახდენს დანიშნულების ადგილზე გასვლას, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელის აღნიშვნით,  არ აქვთ სამაშველო ინვენტარი, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობენ დაზარალებულების დახმარებას.

მიხეილ ხვისტანი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი:

_ კარგი საქმე გაკეთდა. ძალიან გვჭირდებოდა სპეცმანქანა, რომ დავინიშნე სამსახურის უფროსად,  მივმართე განცხადებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მანქანის შეძენა ვთხოვე. სამსახურს სჭირდება სპეცმანქანა, რომელიც სამაშველო დახმარებისთვის გამოგვადგება, ალბათ ამ დღეებში მოხდება სპეციალური ინვენტარით აღჭურვა და ხელშეკრულებით გადმოგვეცემა.


Share.

Comments are closed.