სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვერდა გაიმართა

0

saskolo asakiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან  დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განათლების სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, განათლების ექსპერტებსა და ფსიქოლოგებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგების შესახებ:

  • წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS),  2011.
  • ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2012. TPDC. სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტი.
  • სასკოლო მზაობის კვლევა, 2011. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
  • სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევების შედეგები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს 6 წლით. ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვროს გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში მომზადდა რეკომენდაცია საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.


Share.

Comments are closed.