რა პრობლემების მოგვარებას აპირებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამით

0

სოფლის განვითარების პროგრამით ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლის პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ასევე მოხდება იმ ობიექტების დასრულება, სადაც სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. „ვალდებულება გვაქვს სოფლებში დაწყებული ობიექტები დავასრულოთ, ზოგ სოფელში რიტუალების სახლის მშენებლობა, ზოგან კი სარწყავი სისტემის ქსელია დასასრულებელი, რადგან ის თანხები, რომელიც ამ სოფლებზე გასულ წელს იყო გადმორიცხული, საკმარისი არ აღმოჩნდა.

ხოლო სადაც არ გვაქვს დაგეგმილი სამუშაოები, პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება, მოწესრიგდება შიდა გზები, სანიაღვრეები და ა.შ. _ აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.