ბოლნისელი სტუდენტები მუნიციპალიტეტისგან სტიპენდიებს მიიღებენ

0

ბოლნისელ სტუდენტებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიური სტიპენდიები დაენიშნებათ. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და ჯდებიან შემდეგ კატეგორიებში:

მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი. ასევე სტიპენდია დაენიშნებათ იმ ოჯახის შვილებს, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი.

რამდენი სტუდენტი მიიღებს მუნიციპალიტეტისგან სტიპენდიას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.