პირობითი მსჯავრდებულები და 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

0

იუსტიციის სახლმა და სერვისების განვითარების სააგენტომ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეებისთვის და პირობითი მსჯავრდებულებისთვის (პრობაციონერებისთვის) უფასო პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო. 17-დან 22 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილ მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობები ჯერ არ აუღიათ, საშუალება ეძლევათ დოკუმენტი სრულიად უფასოდ მიიღონ. ყველა მათგანი გათავისუფლდება, როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან.

„პრობაციონერებზე და 17-22 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე უფასო პირადობის მოწმობების მიღება 24 იანვარს დაიწყო და 24 თებერვალს დასრულდება. კარგი აქციაა, ამ კატეგორიის ადამიანები აქტიურად აკითხავენ სააგენტოს. ID ბარათებს მოქალაქეები ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღეში იღებენ“. _ აღნიშნა სსდს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსმა შორენა ურუმაშვილმა.


Share.

Comments are closed.