„მძიმე ტოქსიკური ნივთიერება არაა, არც ციანიდია”… – რა ნივთიერებით დაბინძურდა მდინარე მაშავერა

0

IMG_3095

 

 

 

 

დღეს დილით ბოლნისში, მდინარე მაშავერა მოიწამლა. მოწამლულმა წყალმა ნაპირზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა. მოსახლეობა გამორიყულ თევზს აგროვებს საკვებად, რამაც შესაძლოა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ დააყენოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბინძურება კომპანია RMG-ი საწარმოდან მოხდა. მომხდართან დაკავშირებით bolnisi.ge კომპანიის კომერციულ დირექტორს სოსო ცაბაძეს ესაუბრა.

_ ამ ფაქტის შესახებ პირადად შევატყობინე გარემოს დაცვის ინსპექციას, გუშინ კი წერილი გავაგზავნე და ვაფრთხილებდი, რომ რისკი დიდი იყო. სამწუხაროდ ეს მაინც მოხდა. ამ დილით მინისტრთანაც  მქონდა შეხვედრა. ადგილზე მოსულია გარემოს დაცვის ინსპექცია, აქვე არიან ჩვენი თანამშრომლებიც, რომლებიც ატარებენ ავარიის ლიკვიდაციის აღმკვეთ სამუშაოებს. ამ დროისთვის გაჟონვა შეწყვეტილია.

_ რა ნივთიერებაა გაჟონილი თუ არის ცნობილი?

_ მძიმე ტოქსიკური ნივთიერება არაა, არც ციანიდია, სავარაუდოდ მჟავე წყალია.

_ ადრეც ხშირად გაპარულა მჟავე წყალი, მაგრამ ასეთი ფატალური შედეგი არ ყოფილა.

_ ადრე ვერ იქნებოდა ფატალური შედეგი, რადგან მდინარეში თევზი საერთოდ არ იყო, თევზი ბოლო დროს გაჩნდა.

_ ესე იგი კონკრეტულად ვერ ასაბუთებთ რა ნივთერებაა?

_ ვერა, რადგან ჯერ კვლევა არ დასრულებულა. როცა დასრულდება თავად გამოვაქვეყნებთ საკუთარ ვებ გვერდზე.  დასამალი არაფერი გვაქვს.  ჩვენი ბრალი არ იყო, ეს გამოიწვია გამართულმა აქციებმა, რამაც უფლება არ მისცა ხალხს შესულიყვნენ და ემუშავათ.

Share.

Comments are closed.