ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 204 ბოლნისელი სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 -დან 70 ლარამდე გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და ჯდებიან შემდეგ კატეგორიებში:
მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი. ასევე სტიპენდია დაენიშნებათ იმ ოჯახის შვილებს, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი.