მოწამლული მაშავერადან აღებული სინჯების ლაბორატორიული პასუხი 5 დღეში გახდება ცნობილი

0

ბოლნისში, მდინარე მაშავერას მოწამვლის ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ კვლევა დაიწყო.

„დავათვალიერეთ ტერიტორია გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. აღებული იქნა სინჯები კაზრეთულასა და მაშავერაზე. ამ სინჯების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები გვეცოდინება დაახლოვებით 5 დღის შემდეგ. თუ დადგინდება ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, რომ იქ არის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე გადამეტებული რაოდენობა მიღებული, დავითვლით გარემოზე მიყენებულ ზიანს და წარვუდგენთ კომპანიას.” – განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში,  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.

რა სანქციას დააკისრებს სამინისტრო კომპანია  RMG-ის ლაბორატორიული ანალიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, მდინარე მაშავერას მოწამვლის ფაქტი 27 თებერვალს დილით დაფიქსირდა, მოწამლულმა მდინარემ ნაპირზე დიდი რაოდენობით მკვდარი თვეზი გამორიყა.

 

Share.

Comments are closed.