ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული იქნება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბოლნისში, მდინარე მაშავერაზე თევზების დახოცვის ფაქტზე კვლევა დაიწყო.

„გავრცელებული ინფორმაციით მდ. მაშავერაზე დაფიქსირებული იქნა თევზების დახოცვის ფაქტი.
აღნიშნულის საფუძველზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლას და გამომწვევი მიზეზების დადგენას.
ასევე, წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით მდ. მაშავერაზე და მდ. კაზრეთულაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ სინჯების აღებას და ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული იქნება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია.
მიღებული შედეგების გათვალისწინებით დეპარტამენტი გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ღონისძიებებს.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა.


Share.

Comments are closed.