კომუნალურმა სამსახურმა სპეციალიზირებული ავტომანქანა და რამდენიმე მუშახელი დაიმატა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე 2014 წელს შპს „კომუნალური მეურნეობა“ იზრუნებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავება-შეგროვება-გატანის სამუშაოებს წლებია ახორციელებს. წელსაც მიიღო გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა და სამუშაოებსაც იმ მონაკვეთზე განახორციელებს, რომელიც სატენდერო წინადადებაშია მითითებული.

„ქალაქის ცენტრალური ქუჩები ყოველდღე იგვება, არის უბნები, რომელიც დღეგამოშვებით სუფთავდება. წელს მოხდა რეაბილიტირებული უბნის დამატება, რომელიც ყოველდღიურად იგვება. დავამატეთ 4 dasuftavebaმეეზოვე, 3 მუშა და ერთი მძღოლი.  სოფლებში მუშაობს ზარის პრინციპიც. სოფელ რატევანსა და რაჭისუბანში ნაგვის გადამზიდი მანქანა კვირაში ორჯერ მიდის, სუფთავდება ქუჩები  დაბა კაზრეთშიც, ხოლო დაბა თამარისის ტერიტორიაზე ნაგვის ურნებია განთავსებული. წელს სოფელ სავანეთში, ზემო ბოლნისში,  ძვ.ქვეშში და ტანძიის მიმართულებით განთავსდა 30-მდე ნაგვის ურნა. კომუნალური მეურნეობის სამსახურს ხელშეკრულებით ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სპეციალიზირებული ავტომანქანა ნაგავმზიდი“. _ აღნიშნა შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურის უფროსმა შმაგი სვანიძემ.


Share.

Comments are closed.