კომპანია RMG-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

0

ამ წუთებში დაბა კაზრეთის ცენტრში კულტურის სახლთან კომპანია RMG-ის თანამშრომლები აქციას მართავენ. როგორც დაანონსებული იყო 14 თებერვალს საწარმოს მუშები მასიური გაფიცვის დაწყებას აპირებდნენ. დღეს დილის შვიდი საათიდან სამსახურში არ გამოცხადდა მთლიანი ცვლა.  მუშების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაორმაგება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო, თუმცა მას შემდეგ რაც RMG-ს ადმინისტრაციამ სამსახურიდან 180 თანამშრომელი გაათავისუფლა, გაფიცულების მოთხოვნას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, მუშები  ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. 

მუშათა ჯგუფი RMG-ს გენერალურ დირექტორს-სერგეი ეგანოვს ამა წლის 24 იანვარს შეხვდა. მუშების თქმით, ეგანოვმა უარი თქვა ხელფასების დაპირებულ ზრდაზე იმ მიზეზით, რომ კომპანია „კრიზისს განიცდის”.

ამის შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა, პროფკავშირების სახელით შეიტანეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. წერილში უთითებდნენ, რომ  შპს RMG -ს 21 დღიან ვადას აძლევდნენ, 21 დღის შემდეგ კი საწარმოში ყველანაირი სამუშაოები შეჩერდებოდა.

 

 


Share.

Comments are closed.