სოფელ ბალიჭის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დანგრევის საშიშროებაზე საუბრობს. ადგილობრივების აღნიშვნით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მადნის მოსაპოვებლად განხორციელებულმა აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარა. მოსახლეობამ დახმარებისთვის დაბა კაზრეთის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს განცხადებით არაერთხელ მიმართა.
„სოფელ ბალიჭის მოსახლეობას შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას. კომპანია RMG მზად არის სათანადო კომპეტენტურ ინსტიტუტებთან ერთად შექმნას სპეციალური კომისია. ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს სოფელში სახლების დაზიანებასა და მადნის მოსაპოვებლად განხორციელებულ აფეთქებებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.“_ ნათქვამია კომპანია RMG-ის განცახდებაში.