კომპანია RMG-ის განცხადება – უკონტროლო სიტუაციამ ეკოლოგიური საფრთხე წარმოშვა

0

მდინარე მაშავერას მოწამვლასთან დაკავშირებით კომპანია RMG-ი განცხადებას ავრცელებს:

„იმის გამო, რომ საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან უკანონო აქციას და არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა.

მოსალოდნელ ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით 25 თებერვალს კომპანიამ მოაწყო საგანგებო პრესკონფერენცია, ხოლო 26 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასთან, მოხდა სამწუხარო ინციდენტი. კერძოდ, რეზერვუარის გადავსებამ გამოიწვია გარკვეული რაოდენობის დაბინძურებული წყლის ავარიულად ჩაშვება მდინარე კაზრეთულაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაცნობეთ გარემოს დაცვის საზედამხედველო ორგანოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის ინსპექცია სწავლობს სიტუაციას და როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, კომპანია გააკეთებს განცხადებას.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომპანიის ოფიციალურ  facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.


Share.

Comments are closed.