„თუ ბანკი მოგვცემს იაფ კრედიტებს, ეს ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის გაფართოებას”

0

4ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მცხოვრები სულიკო ნონიაშვილი დიდი ხანია სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მის საკუთრებაში 85 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, სადაც ხორბალს, შვრიას და ქერს თესავს, ხოლო 5 ჰექტარს სათიბად იყენებს. 64 წლის სულიკო ნონიაშვილმა აკაურთის ტერიტორიაზე შენობა იქირავა, მოაწყო საქონლის ფერმა, სადაც 30 სული ძროხა და მისი ნამატი ჰყავს მოთავსებული.

წლების წინ საქონელი მთაში დაჰყავდა და რძეს კერძო კომპანიას აბარებდა. მთაში პირუტყვის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებოდა და საკუთარ სოფელში დარჩენა ამჯობინა.

როგორც ფერმერი აღნიშნავს, ათი წელია ამ საქმიანობას ეწევა და ექვსი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მცხოვრებს, სტუმარინამდვილად არ აკლია. მარტო არც მტაცებელი ცხოველები ტოვებენ, თუმცა საქონელს ფერმერთან ერთად ძაღლი „ბომბორაც“ იცავს, რომელმაც ჩვენი მისვლა პატრონს ყეფით ამცნო.

„პირობები არ მაქვს, შარშან გვალვის გამო მოსავალი ვერ მივიღე. თივაც იმდენი მოვთიბეთ, რომ საქონელს ზამთრის პერიოდში ძლივს ვამყოფინეთ, წელს კიდევ დავთესე 40 ჰექტარზე შვრია და ხორბალი. მიწაც

1

ნაკლებშემოსავლიანია. ხელშეწყობა არ გვაქვს სახელმწიფოსგან. მიწის გადასახადს ყოველწლიურად ვიხდი, ერთადერთი პლიუსი ის არის, რომ არ მიწევს საქონლისთვის საკვების ყიდვა. წველადობა ზამთრის პერიოდში ნაკლებია, თუმცა გაზაფხულიდან მოიმატებს. რძეს აქვე ვამუშავებთ, ყველს ვაკეთებთ და მეზობელი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობაზე ვყიდით“. – აღნიშნა ჩვენმა მასპინძელმა.

მიწის გადასახადს ყოველწლიურად რვა ათას ლარს იხდის. ტექნიკა, რომლითაც ფართობებს ამუშავებს, მის საკუთრებაშია. მუშებთან ერთად აკაურთელი ფერმერი თავად უვლის საქონელს და რძის ნაწარმს ყოველთვის მისი მეთვალყურეობის ქვეშ ამუშავებენ. „მიღებულ პროდუქციას ვყიდი და ვიხდი მიწის გადასახადს. ძალიან ვწვალობთ, მიწევს ნამატის გაყიდვაც და ხელს ამით ვინაცვლებ. კარგი იქნება, თუ ბანკი მოგვცემს იაფ კრედიტებს, ეს ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის გაფართოებას. ახლა სასუქისთვის მჭირდება ფული, ამიტომ ხბოები უნდა გავყიდო, ბუნების იმედად ვართ, მოსავალს  ან მივიღებთ ან არა. ძვირია მიწის დამუშავებაც და გადასახადიც“.-ამბობს ფერმერი.

32

5

 

 

 

 

 

ხორბლის შესანახი ადგილი არ აქვს, უჭირს რეალიზაცია, თუ კრედიტები დაბალ პროცენტში გაიცემა, ფერმის გაფართოებაზეც იფიქრებს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.