ვინ ერთობოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაყიდი სპორტული ავტომობილით

0

DSC_054139000 ლარად შეძენილი „Formula alfa“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკურმა სამსახურმა უკვე მეხუთედ გაიტანა გასაყიდად. მანქანა აუდიტის შეფასების შემდეგ 20000 ლარად დაიდო აუქციონზე. ვინაიდან მყიდველი არ გამოუჩნდა, მისმა ფასმა 5500 ლარამდე დაიწია.

„აუქციონი 19 თებერვალს გამოცხადდა და 25-ში მთავრდება. ამ წუთისთვის უკვე შემოსულია ერთი მყიდველი, თუ სხვა მსურველიც გამოჩნდა მათ შორის გაიმართება ვაჭრობა და შესაძლოა ფასი 5500 ლარიდან 10000-ზეც ავიდეს, ხოლო თუ სხვა მსურველი არ გამოჩნდა, „Formula alfa“  5500 ლარად იქნება გაყიდული“. – აღნიშნა ჩვენთნ საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის ქონების განყოფილების უფროსმა ლევან მდივანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, 2012 წლის ივლისის თვეში, სპორტული ავტომანქანა „Formula alfa“ 39000 ლარად შეიძინა. რომელიც თხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის თვითმმართველობას გადაეცა. მას DSC_0540რუსთავში ახლადგახსნილ ავტოდრომზე სპორტული შეჯიბრებებისთვის იყენებდნენ. აღნიშნულ მანქანას ამჟამად ძრავა აქვს დაზიანებული. როგორც ამბობენ, მანქანა ავტოდრომზე, სპორტული შეჯიბრებების დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელით გამოდიოდა, თუმცა ეს ინფორმაცია დასაბუთებული არ არის და მანქანასაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელობის არანაირი ნიშანი თუ წარწერა არ გააჩნია. მანქანას მხოლოდ ერთი ლოგო აქვს საქართველოს დროშითა და წარწერით _ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო”.

ამბობენ, რომ სწორედ ამ მანქანით სარგებლობდა ყოფილი პრეზიდენტი. ინფორმაციის წყარო ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ავტოდრომზე ბოლნისელების ფულით ნაყიდი სპორტული მანქანით ღამ-ღამობით ერთობოდა.

Share.

Comments are closed.