დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

0

 

საკრებულობოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 22 დეპუტატიდან 20 ესწრებოდა და განსახილველად ხუთი საკითხი იყო გატანილი. პირველი საკითხი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ასევე განისაზღვრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ფასი განისაზღვრა 18,24 ლარით. დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში 9,12 ლარით, სოფლებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2  მიწის ნაკვეთის ფასი განისაზღვრა 5,472 ლარით.

დამტკიცდა ასევე, რომ კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26818 ლარით დაფინანსდება პოროგრამა, რომელსაც „წითელი ჯვარი“ მეორე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე სხდომაზე დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, საკრებულოს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში აუქციონის წესით გაიყიდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა ლექსუსი და შევროლეტ ეპიკა.


Share.

Comments are closed.