განათლების სამინისტრომ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერთიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.
როგორც Bolnisi.ge-თვის გახდა ცნობილი, დირექტორობის უფლება ოთხმა ბოლნისელმა პედაგოგმა: ნესტან ონიანმა, მადონა ლომსაძემ, მაია ხარაიშვილმა და ზურაბ ყაველაშვილმა მოიპოვეს.
დანართის სახით იხილეთ იმ პირთა სია, რომლებმაც დირექტორობის უფლება მოიპოვეს.