„დავიღალეთ 14 კაცთან თამაშით” – ლადო ბურდული მსაჯებით უკმაყოფილოა

0

22 თებერვალს თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე ბოლნისის „სიონმა” 1/4 მატჩი გამართა საჩხერის „ჩიხურა”-სთან, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

bolnisi.ge ლადო ბურდულს ესაუბრა:

– როგორ შეაფასებთ „სიონი” „ჩიხურას” შეხვედრას?

– საინტერესო შეხვედრა იყო, ვინაიდან ორი თამაშის ჯამით გადის გუნდი შემდეგ ეტაპზე, ორივე მხარე ფრთხილობდა, ამიტომ დაძაბული მატჩი არ იყო. ორივე გუნდს ჰქონდა თანაბარი შანსები მოგების. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების.  საერთოდ არ მიყვარს მსაჯების კრიტიკა, მაგრამ უკვე დავიღალეთ, მეორე სეზონია „ჩიხურა”-სთან თამაშის დროს 14 კაცთან გვიწევს ბრძოლა.  

– რას გულისხმობთ?

– მსაჯების შემადგენლობას და მათ მსაჯობას, გასულ სეზონზეც ზუსტად ეს შემადგენლობა იყო „ჩიხურა”-სთან თმაშის დროს და მაშინაც ანალოგიური სიტუაცია იყო, ჩვენთან არ დანიშნეს როცა საჭირო იყო 11 მეტრიანი და მოწინააღმდეგესთან დანიშნეს, როცა არ იყო დასანიშნი, ზუსტად იგივე განმეორდა ახლაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა  ჩემი გუნდის შედეგით ვარ კმაყოფილი.

– როგორი იმედები გაქვთ შემდეგ შეხედრაზე?

– ყველა თამაშზე მოსაგებად მივდივართ. მინიმუმ 4-5 ქულა გვჭირდება. ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა. ადვილი არ იქნება დინამოსთან მოგება, მაგრამ თავს არ დაზოგავენ ბიჭები. ბოლო 10 შეხვედრიდან არცერთი არ წაგვიგია, 6- მოგება და 4- ფრე გვაქვს, ეს ძალიან კარგი შედეგია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, რომლებიც ჩამოვიდნენ ბოლნისიდან გუნდის საქომაგოდ. თუმცა ეს ძალიან ცოტაა, ბოლნისში გაცილებით ბევრს უყვარს ფეხბურთი. მათიც მესმის, ჩვენი ბრალი არ არის, რომ ბოლნისში ვერ ვთამაშობთ. ფაქტიურად ყველა შეხვედრა გასვლაზე გვიწეს, რის გამოც ძალიან ბევრს ვკარგავთ, ამის მაგალითია გასულ სეზონზე  ბოლნისში „ჩიხურა”-სთან ჩატარებბული მატჩი, მაშინდელი წარმატება სწორედ რომ გულშემატკივარის დამსახურება იყო. 1:0 საკუთრ სტადიონზე მოვუგეთ, მანამდე კი გასვლაზე 0:2 გვქონდა წაგება. ვთხოვ ბოლნისელებს, რომ 26-ში მოვიდნენ და უგულშემატკივრონ „სიონს”.

„სიონი”-სა და „დინამო”-ს შეხვედრა 26 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

 


Share.

Comments are closed.